აგროპერლიტი

სამშენებლო პერლიტის წარმოების პროცესში მიიღება პერლიტის უნიკალური ფრაქცია, რომელიც ფართოდ გამიყენება სოფლის მეურნეობაში, სანერგეებში და სათბურებში. პერლიტის ეს ფრაქცია ყველაზე მსხვილი ფრაქციაა აფუებული პერლიტის წარმოების პროცესში და შესაბამისად ყველაზე ძვირად ღირებული.

აგროპერლიტი-ეს სპეციალური მეთოდით დამუშავებული პერლიტია, (ბუნებრივი მასალა), რომელიც წარმოადგენს ვულკანური მიწის ნაირსახეობას. მის შემადგენლობაში შედის ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს: 70_50% SIO2, 12-14% AL2O3 , 3-5% Na2O, 3-5% K2O, 1%-mde Fe2O3, CaO, MgO.
ისე, როგორც ნებისმიერი მიწა, მისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, პერლიტი ინერტულია, ქიმიურად და ბიოლოგიურად მდგრადია. გააჩნია რა წყლის შთანთქმის კარგი უნარი, აფუებული პერლიტი იწოვს 400%-მდე წყალს.
დედამიწის მოსახლეობის გლობალური ზრდა, სულ უფრო მძაფრად აყენებს სოფლის მეურნეობისთვის ადრე გამოუყენებელი ტერიტორიების ათვისების საკითხს. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მუდმივი განვითარება, სტადიონების, ბაღებისა და საკვების კეთილმოწყობა, საჭიროს ხდის ხელოვნური გრუნტისა და ნიადაგის დიდი რაოდენობით გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ნარგავების სრულფასოვან განვითარებას.
ამ მიზნით, გასული საუკუნის უკანასკნელ ათეულში, დიდი გამოყენება ჰქონდა ნიადაგის ხელოვნური მეთოდებით გაუმჯობესებასა და ხელოვნური სუბსტრატების დამზადებას.
მთლიანობაში კი, მცენარის ნორმალურად განვითარებისათვის აუცილებელია ფხვიერი ნიადაგი და ხელოვნურად მიღებული სუბსტრატი, რომელსაც აქვს ჰაერის გატარების და ნესტის შენარჩუნების უნარი.
განასხვავებენ შემდეგი სახის სუბსტრატებს: ბუნებრივი ნიადაგი, ბუნებრივი და ხელოვნური ნაერთები, სინთეტიკური (პოლიმერული) სუბსტრატები.


ბუნებრივ ნიადაგად ითვლება ის, რაც ფორმირებულია ბუნების მიერ. რაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ნიადაგი, დროთა განმავლობაში, მით ნაკლები საკვები ნივთიერებებია მასში. უარესდება ნიადაგის სტრუქტურა. ხდება უფრო მყიფე, კარგავს ჰაერისა და ნესტის შენარჩუნების უნარს.
ყოველივე ეს უარყოფითათ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. Aამგვარ ნიადაგში ჭარბი რაოდენობით გამანაყოფიერებლების გამოყენება იწვევს მარილების დალექვას, რაც აგრეთვე უარყოფითათ მოქმედებს მცენარეთა განვითარებაზე. Aამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებენ ტორფს, ჩალას, ფოთლებს, ნაკელს, ნახერხს და სხვა, რაც ბუნებრივ მინაერთებს მიეკუთვნება.
სინთეტიკური სუბსტრატების დასამზადებლად იყენებენ მინერალურ ბამბას, პოლიაკრილის ჟელეს, საკვები მინერალებით გაჯერებულ ნაცარს და სხვა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველივე ეს არ არის საკმარისი მცენარის სრულფასოვნად განვითარებისათვის.
ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასში შეყავთ სინთეტიკური მასალები: პენოპოლისტიროლის გრანულები და პოლიაკრილამიდები.
უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებრივი დანამატები: ტორფი, როგორც “სუფთა სახით”, ასევე სილასთან, პერლიტთან, ვერმიკულიტთან და მინერალურ ბამბასთან შერეული.



                                             რატომ იყენებენ აგროპერლიტს?

მცენარეს ნორმარული ზრდისათვის სჭირდება ჰაერი, წყალი, სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი, საკვები ნივთიერებები, სარეველა მცენარეებისგან თავდაცვა.

განვიხილოთ თვიტეული მათგანი ცალკ-ცალკე.
1. ჰაერი.
ჟანგბადის 98% პროცენტს მცენარეს აწვდის ფესვები. ნიადაგი, რომელიც განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ხუთავს მცენარეს, ამგვარ ნიადაგში ფესვი ცუდათ ვითარდება. Aაფუებული პერლიტის შეყვანა კი მას ხდის ფხვიერს და ჰაერგამტარს.
2. წყალი.
ნიადაგი კარგად უნდა ითვისებდეს წყალს და ასევე აწვდიდეს მცენარის ფესვებს. ამასთან მორწყვა უნდა ხდებოდეს შედარებით იშვიათად. სასურველია, რომ წყალი ნიადაგიდან არ ორთქლდებოდეს სწრაფად, რათა ზედაპირზე, შრობის შედეგად არ წარმოიშვას გაუმტარი ქერქი. აფუებული პერლიტის ნაწილები ნიადაგისთვის წარმოადგენს თავისებურ წყლის რეზერუარს. მორწყვის შედეგად იგი ინტენსიურად იწოვს წყალს (400%-მდე) და თანაბრად უნაწილებს პერლიტის სხვა ნაწილაკებს. ნიადაგის ფენა თანაბრად დატენიანებულია. მცენარეთა ფესვები პერლიტის “რეზერვუარის” მეშვეობით არ განიცდის წყლის ნაკლებობას. ნიადაგის ზედაპირი, რომელიც გამდიდრებულია პერლიტით, მზეზე გამოშრობის დროს, არ იკეთევს ქერქს. პერლიტი ქვედა ფენიდან იწოვს ნესტს და უზრუნველყოფს ზედაპირის დანესტიანებას. თეთრი ფერის პერლიტს აქვს მზის სინათლისა და თბოენერგიის არეკლვის უნარი.
3.სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი.
ტენიანობის სრულყოფილი მიგრაცია ნიადაგში და მასთან ერთად სითბური ცვალებადობა, კარგად არეგულირებს ტემპერატურას ფესვურ სისტემაში. ცნობილია, რომ ნიადაგის თბოგამტარიანობა დამოკიდებულია ნიადაგის სიმკვრივეზე, რაც ნაკლებია სიმკვრივე, მით უარესად გადანაწილდება ენერგია, ნიადაგი ძნელად გრილდება და ასევე ძნელად თბება. ეს კი უზრუნველყოფს ფესვის დაცვას გადახურებისა და გაყინვისაგან.
4. საკვები ნივთიერებები.
საკვები ნივთიერებები ფესვების მეშვეობით მცენარეს მიეწოდება გახსნილი სახით. პერლიტით განოყიერებული ნიადაგი უზრუნველყოფს ფესვებისათვის საკვები ნივთიერებების სრულფასოვნად მიწოდებას.
5. სარეველები და მავნებლები.
აფუებული პერლიტის უპირატესობა უდაოა, ის ხომ მიღებულია ღუმელში გამოწვის გზით 1100-11500c ტემპერატურულ რეჯიმში. მასში არა თუ არ არსებობს სარეველას თესლები, არამედ მავნე მწერების კვერცხებიც.

                               



აფუებული პერლიტის გამოყენების მაგალითები სოფლის მეურნეობაში.

პერლიტი სუფთა თუ ტორფთან მინარევის სახით იდეალურია თესლის განვითარებისათვის.
გამოყოფენ პერლიტის ამ მიზნით გამოყენების ორ ხერხს. პირველი-უშუალოდ ნიადაგში, მეორე _ გრანულების შექმნის გზით, რომლის შუა გულშიც მოთავსებულია მარცვალი, გარშემო დაქუცმაცებული პერლიტითა და ტორფით დატენიანებული სმეტანისებურ მასამდე.
ოთახისა და ბაღის მცენარეთა ნერგების კომერციულმა მწარმოებლებმა დაადგინეს, რომ პერლიტი იდეალური გარემოა ჩითილებიდან მცენარეთა აღმოსაცენებლად. Aაქ მთავარია ჩითილების დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან და პერლიტის სუბსტანციის ტენიანობის შენარჩუნება.

ნორვეგიის მეტყევეთა საზოგადოების მტკიცებით, 1971 წლიდან მოყოლებული ნორვეგიის ტყეები გაშენებულია პერლიტზე აღმოცენებული ნერგებით. Uუფრო ადრე ამ მიზნებისათვის გამოიყენებოდა 100% ტორფი. თუმცაღა, ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში, ტორფის ზედაპირზე წარმოქმნილი ხავსი, არ იძლეოდა საშუალებას წყლის სრულფასოვნად მიწოდებისთვის, განსაკუთრებით მე-2 და შემდგომ წლებში. დღესდღეობით სუბსტრატების შემადგენლობაში 25-30% პერლიტია. პერლიტის გამოყენება ამცირებს მოთხოვნებს ტორფზე, სუბსტრატიც ნაკლებად მკვრივდება.
პერლიტი ფართოდ გამოიყენება ქალაქების, ბაღებისა და სკვერების გამწვანებისათვის, ბუჩქებისა და ხეების გაშაშენებლად დასახლებულ პუნქტებში. Aამ მიზნებისათვის სასურველია სუბსტრატი, რომლის შემადგენლობასიც შედის 1 წილი პერლიტი და 3 წილი ტორფი.
ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ალმერიაში, შეიცვალა მიწათმოქმედებასთან დამოკიდებულება, რის შედეგადაც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ალმერია უღარიბესი ქვეყნიდან იქცა 10 ქვეყნიდან ერთ-ერთ უმდიდრესად.
პერლიტის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა მცირე ფართობზე მეტი მოსვლის მიღებისა.
ამჟამად, ალმერიაში ფუნქციონირებს 30 ათასი სათბური, სადაც 2,7 მლნ. ტ ბოსტნეული მოდის. ეს ესპანეთის მეურნეობის 54%-ია.
80-იანი წლების დასაწყისში სათბურის ხალოვნური ნიადაგის მისაღებად გამოიყენებოდა სილა, სასუქი და თიხა. Aამგვარი ნიადაგი მოითხოვდა დიდი რაოდენობით წყალს.
90-იანი წლებისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ მინერალურ ბამბას, ამჟამად კი უპირატესობას ანიჭებენ პერლიტს. გამოიყენება შემდეგი შემადგენლობის სუბსტრატი: 36% პერლიტი, 31,4% ქვიშა, 22,6% მინერალური ბამბა.
მეურნეობაში პერლიტის შემცველი ნიადაგი პერლიტის სილასთან ერთად მოთავსებულია პოლიეთილენის ტომრებში, განლაგებულია რიგად. თითოეულ ტომარას აქვს ექვსი ნახვრეტი, საიდანაც მოდის წამონაზარდი. რიგებს შორის დატოვებულია სივრცე, მცენარეთა მოსავლელად და მოსავლის ასაღებად.
კალიფორნიაში ჩატარდა გამოკვლევა, პერლიტსა და პენოპოლისტიროლზე აღმოცენებულ მცენარეთა ზრდის შესადარებლად. გმოყენებული იყო ორი სახის ნაერთი. I-პერლიტი-ტორფი (50-50), 5 ფუნტი კალციუმის კარბონატი და 3 ფუნტი დოლომიტე, II-პენოპოლისტიროლის გრანულები-ტორფი (50-50) და იგივე დანამატები. დღე გამოშვებით პერლიტიანი მასის მორწყვა ექვივალენტური აღმოჩნდა, მეორე მასის ყოველდღიურად მორწყვისა.
კორპელის უნივერსიტეტის (აშშ) სასოფლო-სამეურნეო განყოფილება აქვეყნებს გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ეხება პერლიტის გამოყენებას კომპოსტის (კომნოცთ) დამზადებისა და გამოყენების დროს. პერლიტი აჩქარებს დამზადების პროცესს, სპობს დადუღების პროცესში გამოყოფილი არომატების შემცირებას. ოპტიმალური შეფარდება: ½ პერლიტი ყოველ 12 დიუმ ფოთოლზე. პერლიტის რაოდენობის გაორმაგება იძლევა უკეთეს ეფექტს, მაგრამ ნაკლებად ეკონომიურია.
კომპოსტებისთვის ნებისმიერი სახის პერლიტი გამოიყენება, თუმცა უპირატესობა ენიჭება აგროპერლიტს, იგულისხმება ნიადაგის სტრუქტურის შემდგომში გაუმჯობესება.
შოტლანდიაში პომიდორის გამოყვანის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება პერლიტი შერეულ ნიადაგთან. ასევე გამოიყენება პერლიტი სუფთა სახით. მასა შეიცავს 14% ამონიუმის აზოტს და 86% ნიტრიტს.
მთელს მსოფლიოში აგრარულ საქმიანობაში 2005 წლამდე გამოიყენებოდა მეტალ ბრომიდი, მავნებლებთან და სარეველებთან საბრძოლველად. Aამ თვალსაზრისით პერლიტი ყველაზე მისაღები და პერსპექტიულია.
აშშ-ში ღია გრუნტებზე იწარმოება 32 მლნ. დოლარამდე მეტი პროდუქცია, როცა ჰოლანდიაში-1,6 მლრდ, დოლარის ღირებულებისა, ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია უახლოეს ხანებში აშშ-ში აგროპერლიტის წარმოების სწრაფი განვითარება.
ნაწილობრივ აღნიშნავენ პომიდორის გამოყვანას პერლიტზე. ეს ხდება ან ტომრებში, ან სპეციალური პოლიეთილენის მილებში. მილების ქვემოთ კეთდება ჭრილები ზედმეტი წყლის გამოსაყოფათ.
დიდი ბრიტანეთის წამყვანი მებაღეები ამტკიცებენ, რომ პერლიტის სუბსტრატზე მიღებული მოსავალი საშუალოდ 7%-ით აღემატება, მინერალური ბამბით გაჯერებულ ნიადაგზე არსებულ მოსავალს.
სათბურის პირობებში ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი მარწყვის გამოყვანაზე.
სისტემა წარმოადგენდა პოლიეთილენის კონტეინერებს აფუებული პერლიტით, თითოეული 3,3 ლ. მოცულობით კონტეინერები ეწყობოდა ერთმანეთზე დიაგონალზე. კონტეინერებს შორის მოთავსებული იყო პლასტიკური მილი 12 მმ. დიამეტრით, რომელიც მაგრდებოდა სათბურის ჰორიზონტალურ სახურავზე. ყოველი კოლონა შედგებოდა ექვსი იარუსისგან. მგვარად თითო კოლონაში თავსდებოდა 24 მცენარე. გამოიყენებოდა განოყიერების წვეთოვანი სისტემა, საკვები ნივთიერებებისა და დატენიანებით უზრუნველყოფის მიზნით. წვეთოვნები ჩაყოლებული იყო 1,3 და მე-5 იარუსზე (ზემოდან). საკვები ნივთიერება თავს იყრიდა ყველა კოლონის საფუძველში და ბრუნდებოდა სისტემაში. საკვები მიეწოდება 2-4 ჯერ დღეში, ამინდთან დამოკიდებულებაში. მოსავალს იღებენ 5 თვის მანძილზე. სხვადასხვა ხარისხის მარწყვი იძლეოდა განსხვავებულ მოსავალს.
მსოფლიოში აფუებული პერლიტი ფართოდ გამოიყენება სპორტული მოედნების მწვანე საფარის მოწყობისას.
ინდოეთში პერლიტის გამოყენებით შესრულებულია ჯავახარლალა ნერუს სახელობის სტადიონი. ცნობილია, რომ ინდოეთის კლიმატური პირობები ქმნის ბალახის საფარისათვის უამრავ პრობლემას. ეს განპირობებულია წვიმისა და გვალვის სეზონების ცვალებადობით. (წვიმა-ივნისი-სექტემბერი, გვალვა-ოქტომბერი- მარტი). ნიადაგი- პერლიტი 1:4 შეფარდებით გამოყენების შემდეგ, 2 წლის მანძილზე ბალახი რჩება ფაფუკი და მწვანე.
არსებობს პერლიტის გამოყენების პრაქტიკა გოლფის სტადიონების მოწყობაშიც. ამ სტადიონების ბალახისეული საფარი კარგად უნდა ისრუტავდეს წვიმას, უძლებდეს გვალვას, წინააღმდეგობას უწევდეს გამკვრივებას. აქ კარგ შედეგებს იძლევა საშუალო ფრაქციის აგროპერლიტის გამოყენება.
1974 წლიდან ლოს-ანჯელესის დასვენებისა და პარკების (LADRP) განყოფილებამ ფართოდ დაიწყო აფუებული პერლიტის გამოყენება ქალაქის მწვანე საფარის, გოლფის და სტადიონების კეთილმოწყობაში. გამოიყენებენ: 70%სილა, 20% პერლიტი, 10 % ნიტროფუმუსი.
ვუდლეის გოლფის სტადიონი ექსპლუატაციაშია 10 წელი, ენსინოს-7წელი, ჰენსენის-7წელი. მათი აზრით, გოლფის სტადიონი შესრულებული აგროპერლიტის გამოყენებით უძლებს 100000 რაუნდს. თანაც დიდი წვიმის შემდეგ წყალი სწრაფად ქრება და მომენტალურად შეიძლება თამაშის გაგრძელება.
ცნობილია აგროპერლიტის გამოყენება დსთ-ს ქვეყნებშიც. რუსეთში ეს მასალა გამოიყენება გაერთიანებებში “რუსეთის ყვავილებში”, “მოსკოვის გარეუბნის ყვავილები”, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყურძნის მწარმოებლებთა შორის.
სათბური მეურნეობის ხელოვნური ნიადაგების დამზადებისას გამოიყენებენ სილას, ტორფს და აგროპერლიტს..
მეტნაკლებად გავრცელებულია შემდეგი პროპორციები:
1) ტორფი, აგროპერლიტი და სილა _2::2:1 შეფარდებით.
2) ტორფი და აგროპერლიტი _1:1.
1985-1988წ. მოსკოვის ოლქის საცდელ სადგურში (TCXA) მეურნეობაში “Память Ильча”, ჩატარდა ექსპერიმენტი ალუბლის სხვადასხვა სორტის ჩითილების გამოყვანაზე, ქლიავისა და ალუჩის, ტორფისა და აგროპერლიტის სუბსტრატებზე (1:1).
გამოკვლევის შედეგად დადგინდა: აგროპერლიტის გამოყენება ამცირებს დანაკარგს ნერგების გადარგვისა და შენახვის დროს, აუმჯობესებს ნაყოფიერებას 20-40%-ით.
მონაცემების საფუძველზე ყველაზე ოპტიმალურია ნარევი ტორფი-აგროპერლიტი (1:1.)
ხელოვნური ნიადაგი, აგროპერლიტის გამოყენებით გვხვდება მთელ რიგ სათბურებში. Gგავრცელებულია კვალის დაფარვა პოლიეთილენის საფარით, ან დაკიდებული ტომრები სათბურის კარკასის სახურავზე.
ამ შემთხვევებში თესლი თავსდება ფანჯარაში, რომელიც გამოჭრილია პარკში, წყალი და საკვები ნივთიერებები კი მიეწოდება თითოეულ მცენარეს.
იონუსი კავშირის გასაუმჯობესებლად ასეთ გრუნტს ხშირად უმატებენ აფუებულ ვერმიკულატს, რომელიც აგროპერლიტის მსგავსად ღუმელში გამოწვის გზით მიიღება.
აფუებული პერლიტი შეიძლება გამოყენებული იქნას ეკოლოგიური სუფთა ნაყოფის მისაღებად თვით რადიონუკლიდებით დაავადებულ ნიადაგზეც კი. ამისთვის ახდენენ მის მოდიფიკაციას.
რადიონუკლიდების მიგრაცია ხდება წყლის მიგრაციასთან ერთად: ნიადაგი-აგროპერლიტი-მცენარე. ამ გზით რადიონუკლიდები ჩერდებიან აგროპერლიტში და არ გადაეცემიან მცენარეს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილ უპირატესობებთან, აგროპერლიტს აქვს მეტად სასარგებლო თვისება, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს აგრარულ საქმიანობაში. იგულისხმება აფუებული პერლიტის დანიშნულება დატენიანების რეჟიმის რეგულირებაში სათბურებსა და ორანჟერიებში. პერლიტი თავსდება 80-100მმ. ფენად და ეხმარება წყალი. თანაბარი აორთქლება ზედაპირიდან ატენიანებს ჰაერს სათბურში.
მშრალი პერლიტი გამოიყენება დასათესი მასალის შესანახად. პერლიტი, რომელშიც არ ბუდობენ ბაქტერიები და არც სარეველას თესლები, საიმედო შესანახი ადგილია, იმ პირობით თუ დასათესი მასალა ერთმანეთთან შეხებასი არ იქნება.


                                      

პრაქტიკული რეკომენდაციები.

მსუბუქი ნაერთი გრუნტის გარეთ გამოსაყენებლად 50% ტორფი და 50% პერლიტი. Aამ შემადგენლობაში მასალები პრაქტიკულად ინერტულნი არიან და საგულისხმოა შესაფერისი რაოდენობის გამანაყოფიერებლების დამატება. საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

სათბურის სტელაჟები.

1/3 პერლიტი, 5 წილი ტორფი და 1/3 ნიადაგი_კარგი მოსავლის მისაღები საუკეთესო გარემო .ასევე მისაღებია სტანდარტული გარემო, მკვებავი დანამატები, რეკომენდირებული კონტეინერული პირობებისთვის.
1 წილი დანამული პერლიტი და 1 წილი ტორფი ან სხვა ორგანული მინაერთი, გაანაწილეთ 6_7,5სმ. დასათეს მონაკვეთზე აურიეთ ან კულტივაცია გაუკეთეთ ზედაპირს (15-20სმ) დაუმატეთ კონტეინერისთვის გათვალისწინებული გამანაყოფიერებლის რაოდენობა.

პერლიტი გამრავლების ხელსაყრელი გარემო.

პერლიტი უზრუნველყოფს დრენაჟის პროცესსა და ამავე დროს ინარჩუნებს საჭირო ტენს. არ ქმნის გადარგვის პროცესში არანაირ პრობლემას.

ტრადიციული ვეგეტატიური გამრავლება.

ერთი წილი პერლიტი ერთ წილ ტორფთან და შეავსეთ სტელაჟები ან ლამბაქი ჩითილებით, მსუბუქად დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ.

ლამბაქი თესლით

ნახევარი მასა პერლიტი, ნახევარ ტორფთან დაყარეთ ლამბაქზე ან ქოთანში. გაატარეთ 15მმ ტორფი წვრილ საცერში, მოაყარეთ ზედაპირზე და დათესეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოცრილი მასა შეიძლება გამოიყენოთ თესლის დასაფარად.

პერლიტის გამოყენება კონტეინერის დრენაჟისათვის.

დარგვის წინ ქოთანში ან კონტეინერში ჩაყარეთ 5 სმ პერლიტი და შემდეგ მოათავსეთ ნერგი. ეს უზრუნველყოფს საკმარის დრენაჟს და ფესვის მაქსიმალურ ზრდას.