პერლიტი,პერლიტის ბლოკი

 

 

 

პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შემდეგაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების  მშენებლობისა და რემონტის პროცესში. აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები. არ გააჩნია რადიაციული ფონი. გამოიყენება შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოთ და დასათბობად. გამოიკენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

 

     პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად. საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

 

      მაგალითისთვის: 20 სმ-იანი პერლიტის ბლოკის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში) პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (50%:30%:20%) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი.

 

     პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (60%:20%:20%) მცირეოდენი ფიბრისა და ლატექსის დანამატით  იძლევა საუკეთესო ეფექტს იატაკის მოჭიმვის (სტიაჟკის) შესასრულებლად, ხოლო( ასეთი მასის 5 სმ-იანი ფენა სითბოს და ხმის იზოლაციით უტოლდება 25 სმ-იანი ბეტონის ფილის მახასიათებელს.
    პერლიტის და თაბაშირის ნარევი (80%:20%) შეუცვლელია დახურულ ფართობზე როგორც კედლების, ასევე ჭერის ლესვის დროს, რადგან პერლიტს გააჩნია მაღალი წებობვნება, სიმსუბუქე და ის ადვილად ეკვრის კედელს და ჭერს, პრაქტიკულად არ აქვს დანაკარგი ლესვის დროს.
       გახსოვდეთ, პერლიტი ბუნებრივი მინერალია, არის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ხოლო მშენებლობის და რემონტის პროცესში თავისი მცირე წონის და სიმსუბუქის წყალობით არის მარტივი და იაფი გამოყენების დროს.
     პერლიტის ძირითადი თვისებებია: სიმსუბუქე, მაღალი წებოვნება, სქელი ფენის დატანის შესაძლებლობა, მაღალი ხმის და თბოიზოლაციის უნარი, მუდმივობა, ეკოლოგიურობა, მაღალი ჰიდროფობული თვისებები, სრული ხანძარ უსაფრთხოება. 

 

 

9 ფაქტორი   რის გამოც  მშენებლობის დროს  ჩვენ ვირჩევთ პერლიტს

 

1) პერლიტი  ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა.

2) პერლიტი  ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები.

3) პერლიტი  გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას.

4) პერლიტის  გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას.

5) პერლიტის  გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

6) პერლიტით  აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს.

7) პერლიტის  შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა.

8) პერლიტი  შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბოიზოლაციისათვის.

9) პერლიტი  არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში , მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.

 

 

 

პერლიტის ბლოკი

 

კომპანია აწარმოებს სატიხრე და საკედლე პერლიტის ბლოკს, რომელიც  გამოირჩევა სიმსუბუქით, მაღალი თბოიზოლაციით, ხმაურის შთანთქმით, ხანძარმედეგობით;

 

პერლიტის ბლოკი, სატიხრე - 10*20*40; წონა 5 კგ(+/-10%)

 

 

 

 

პერლიტის ბლოკი, საკედლე, სამ ღრუიანი - 20*20*40; წონა 11 კგ (+/-10%)

 

 

 

პერლიტის ბლოკი, საკედლე, ორ ღრუიანი - 20*20*40; წონა 11 კგ (+/-10%)

 

 

 

პერლიტის ბლოკი, საკედლე, ოთხ ღრუიანი - 20*20*40; წონა 11 კგ (+/-10%)

 

 

პერლიტის ბლოკი, საკედლე, ოთხ ღრუიანი  - 30*20*40; წონა 15 კგ (+/-10%)

 

 

 

ასე გამოიყურება პერლიტის ბლოკის ზედაპირი

 

 



პერლიტო-ბეტონის ხსნარების ძირითადი ფიზიკო-ტექნიკური მონაცემები




 

სამშენებლო პერლიტის ბლოკის ძირითადი მახასიათებლები


პერლიტო-ბეტონის საკედლე ბლოკი (პერლიტის შემავსებლით), ღრუტანიანი

  

პროდუქციის დანიშნულება-საკედლე შემავსებელი შიდა და გარე წყობისათვის

ხაზოვანი ზომები (სანტომეტრებში} - 9*19*39;        19X19X39;       19*29*39

ერთეულის მასა (კგ) –                       5(+/- 10%);    11(+/- 10%);    15(+/- 10%)

საშუალო სიმკვრივე (კგ/მ3) – 650 (+/- 10%)

მექანიკური სიმტკიცე კუმშვისას (კგ ძ/სმ2) –15-20

თბოგამტარობა (ვტ/მ 0K) – 0.15

ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი (დბ)  - >>70

ცეცხლის გავრცელება   - 0

ფეთქებადსაშიშროება  - 0

ორთქლგამტარობა -   (0,2-0,3)mg/(m*h*pa)

რადიაციული ფონი - 0

ფერი - ღია რუხი