ფასადების დეკორი-კატალოგი /

დამცავი ზედაპირები

   პოლისტიროლზე, ფასადისა და ინტერიერის დეკორატიულ ელემენტებზე დამცავი ზედაპირის შექმნა ხორციელდება დაფრქვევის გზით. დამცავი ფენის ფუნქციას ასრულებს მინერალური კომპონენტები ფიბრისა და ლატექსის შემცველობით, რომელთა დატანაც ზედაპირზე ხორციელდება მაღალი წნევის კომპრესორის ან პნევმოპისტოლეტის საშუალებით. ამის შედეგად იქმნება თხელ ფენოვანი, 2-3 მმ სისქის პოლიმერცემენტის მყარი ზედაპირი, რომელიც ვარგისია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისათვის.

  დამცავი ზედაპირები საშუალებას გვაძლევს პოლისტიროლის ან სხვა რაიმე დეკორატიული ელემენტების ზედაპირი დავფაროთ მყარი, მკვრივი დამცავი ფენით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დასაცავი დეკორატიული ზედაპირის მდგრადობას და მისი გამოყენების ხანგრძლივობას, აგრეთვე იძლევა საშუალებას დასაცავ ზედაპირზე მარმარილოს, ტრავერტინის, ქვის, ხის ან სხვა რაიმე ფაქტურის იმიტაციის შესრულების.