დამცავი ზედაპირები პოლიმერცემენტის ბაზაზე

დამცავი ზედაპირები პოლიმერცემენტის ბაზაზე

0

 პოლისტიროლზე, ფასადისა და ინტერიერის დეკორატიულ ელემენტებზე პოლიმერცემენტის დამცავი ზედაპირის შექმნა ხორციელდება დაფრქვევის გზით. დამცავი ფენის ფუნქციას ასრულებს მინერალური კომპონენტები ფიბრისა და ლატექსის შემცველობით, რომელთა დატანაც ზედაპირზე ხორციელდება მაღალი წნევის კომპრესორის ან პნევმოპისტოლეტის საშუალებით. ამის შედეგად იქმნება თხელ ფენოვანი, 2-3 მმ სისქის პოლიმერცემენტის მყარი ზედაპირი, რომელიც ვარგისია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისათვის.

   

პოლიმერცემენტი ეს არის თანამერდოვე მრავალკომპონენტიანი ეკოლოგიური მასალა ფიბრის, ლატექსის და წყლის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია მაღალი ადგეზიის (ღრმად შეღწევის, "ჩაწებების") უნარი.

   პოლიმერცემენტის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს პოლისტიროლის ან სხვა რაიმე დეკორატიული ელემენტების ზედაპირი დავფაროთ მყარი, მკვრივი პოლიმერცემენტის დამცავი ფენით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დასაცავი დეკორატიული ზედაპირის მდგრადობას და მისი გამოყენების ხანგრძლივობას, აგრეთვე იძლევა საშუალებას დასაცავ ზედაპირზე მარმარილოს, ტრავერტინის, ქვის, ხის ან სხვა რაიმე ფაქტურის იმიტაციის შესრულების.