ფასადის ტექნოლოგიები

ფასადების თბოიზოლაცია

ფასადების თბოიზოლაცია

0

ფასადების თბოიზოლაცია, მოპირკეთება და ნესტისგან დაცვა

 შენობების თბოიზოლაცია, ფასადების მოპირკეთება, თბიოზოლაცია, დათბუნება

 

       კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს შენობის ფასადების მოპირკეთებას და დაცვას ნალექებისაგან, ნესტისგან, აგრეთვე ზღვის წყლის აგრესიული ზემოქმედებისაგან - სპეციალური, ინდივიდუალური ნესტგამძლე ფასადური პროფილებით  "თერმოპლექსი".

 

7 მიზეზი რის გამოც შენობის ფასადებისა და ინტერიერების

მოპირკეთებისას უპირატესობას ვანიჭებთ

"თერმოპლექსს"

 

 

  1. დაბალი თბოგამტარობა და მაღალი თბოიზოლაცია
  2. მაღალი სიმტკიცე და ნულოვანი კაპილარობა
  3. მაღალი ნესტგამძლეობა და  მაღალი ქიმიური მდგრადობა
  4. ციკლური გაყინვისა და გალღობის მიმართ მაღალი მდგრადობა
  5. აგრესიული ორთქლის დიფუზიის მიმართ მაღალი მდგრადობა
  6. მცირე წონა და დამუშავების სიმარტივე
  7. 100%-იანი ეკოლოგიურობ და  ნულოვანი რადიაციული ფონი

 

 

ფასადების მოპირკეთება  "თერმოპლექსის"

მეშვეობით

 

     როგორც მეცნიერები ამტკიცებენ საცხოვრებელი ფართის თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის  პროცესში არ არსებობს წვრილმანები - აქ ყველაფერი ისევე მნიშვნელოვანია როგორც შენობის მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცე, გამოყენებული ბეტონის მარკიანობა, მეტალის კონსტრუქციების ხარისხი და სხვა.

განასხვავებენ  თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის უზრუნველყოფის ორ ტექნოლოგიას - კედელზე დატანებადი და კედელზე დამაგრებადი თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია.

თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის კედელზე დატანებადი ტექნოლოგია პროცედურულად მარტივია, ეკონომიური და სწრაფი. საქართველოს ბინათმშენებლობაში აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სწორედ ზემოდ აღნიშნული მიზეზების გამო,თუმცა მისი ეფექტურობა არ აღემატება (4-8)%-ს.

გაცილებით  ეფექტურია  თბოიზოლაციის და გიდროიზოლაციის კედელზე დამაგრებადი ტექნოლოგია. ამ დროს ეფექტურობა შეადგენს (30-75)%-ს გამოყენებული მასალებისა და ხარისხის მიხედვით.

თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის კედელზე დამაგრებადი ტექნოლოგიით შესრულების შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია ამ ტექნოლიგიის რეალიზაცია გარეთა კედლებზე, ვიდრე შიდა კედლებზე. შიდა კედლებზე გამოყენების დროს ეფექტურობა შეადგენს (10-25)%-მდე, ხოლო ამ ტექნოლოგიის გარე ფასადზე გამოყენების შემთხვევაში ეფექტურობა შეადგენს (30-75)%-ს!

ფასადების თბოიზოლაცია
ფასადების თბოიზოლაცია
ფასადების თბოიზოლაცია
ფასადების თბოიზოლაცია