ფასადის ტექნოლოგიები

ფასადების დაცვა ნალექებისაგან

ფასადების დაცვა ნალექებისაგან

0

საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი ფართის თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის  პროცესში არ არსებობს წვრილმანები - აქ ყველაფერი ისევე მნიშვნელოვანია როგორც შენობის მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცე, გამოყენებული ბეტონის მარკიანობა, მეტალის კონსტრუქციების ხარისხი და სხვა.

განასხვავებენ  თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის უზრუნველყოფის ორ ტექნოლოგიას - კედელზე დატანებადი და კედელზე დამაგრებადი თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია.

თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის კედელზე დატანებადი ტექნოლოგია პროცედურულად მარტივია, ეკონომიური და სწრაფი. საქართველოს ბინათმშენებლობაში აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სწორედ ზემოდ აღნიშნული მიზეზების გამო,თუმცა მისი ეფექტურობა არ აღემატება (4-8)%-ს.

გაცილებით  ეფექტურია  თბოიზოლაციის და გიდროიზოლაციის კედელზე დამაგრებადი ტექნოლოგია. ამ დროს ეფექტურობა შეადგენს (30-75)%-ს გამოყენებული მასალებისა და ხარისხის მიხედვით.

თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის კედელზე დამაგრებადი ტექნოლოგიით შესრულების შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია ამ ტექნოლიგიის რეალიზაცია გარეთა კედლებზე, ვიდრე შიდა კედლებზე. შიდა კედლებზე გამოყენების დროს ეფექტურობა შეადგენს (10-25)%-მდე, ხოლო ამ ტექნოლოგიის გარე ფასადზე გამოყენების შემთხვევაში ეფექტურობა შეადგენს (30-75)%-ს!

ფასადების დაცვა ნალექებისაგან
ფასადების დაცვა ნალექებისაგან
ფასადების დაცვა ნალექებისაგან
ფასადების დაცვა ნალექებისაგან